ილონ მასკის კომპანია, ლოს-ანჯელესში პირველ მიწისქვეშა გვირაბს დეკემბერში გახსნის

SpaceX-სა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესის პირველი მიწისქვეშა გვირაბი პრაქტიკულად მზადაა ექსპლუატაციისთვის და იგი 10 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ ილონ მასკი თავის ტვიტერზე წერს.

გვირაბის მშენებლობას კომპანია The Boring Company ახორციელებს, რომელიც ილონ მასკმა 2016 წელს დააარსა. მასკის ჩანაფიქრის მიხედვით, მიწისქვეშა გვირაბები მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა იქნება და იგი ქალაქს საცობებისგან განტვირთავს.

კომპანიამ აღნიშნული გვირაბის მშენებლობა 2017 წლის იანვარში დაიწყო. გვირაბის გასაყვანად გამოყენებული იქნა სპეციალურად შექმნილი მანქანა. ილონ მასკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გვირაბის დიამეტრი 7,9 მეტრი იქნება, სიგრძე – 121,9 მეტრი, ხოლო წონა – 1200 ტონა.

კომპანიამ, 2018 წელს გვირაბის 4,3 კილომეტრიანი ნაწილის მშენებლობა დაასრულა. მგზავრებს, გვირაბში ჩქაროსნული ელექტროავტობუსის მეშვეობით გადაადგილება შეეძლებათ, სიჩქარე კი 241 კმ/სთ იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად