ილონ მასკი მზადაა გამოუშვას მოწყობილობა ფილტვების ხელოვნურად ვენტილაციისთვის

კომპანია SpaceX-ოს დამაარსებელი და Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ შეუძლია გამოუშვას სპეციალური აპარატები, რომლებიც ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას განახორციელებს, ეს კი იმ ადამიანებს, რომლებსაც COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ, სუნთქვაში დაეხმარება.

როგორც ილონ მასკი წერს, იგი მზად არის დაიწყოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოშვება იმ შემთხვევაში, თუკი რეალურად არაა საკმარისი მისი რაოდენობა. ხოლო როცა მას აცნობეს იმის შესახებ, რომ აღნიშნული აპარატების დეფიციტი რეალურია, მან მოითხოვა, რომ მისთვის ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებინათ, თუ რომელ საავადმყოფოს სჭირდება ხსენებული მოწყობილობები.

“Tesla ქმნის ავტომობილებს კონდიცირებისა და ვენტილაციის რთული სისტემით. SpaceX ქმნის კოსმოსურ ხომალდებს სიცოცხლის შენარჩუნების სისტემით. ეს რთული არ არის, მაგრამ ისინი წარმოებაში მომენტალურად ვერ გაეშვებიან.” – აცხადებს ილონ მასკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად