ილონ მასკი: აშშ-ში, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა სწორი არ არის

Tesla და Space X-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის სტატისტიკა შეერთებულ შტატებში არ შეესაბამება რეალობას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg Businessweek ავრცელებს.

მისი თქმით, კორონავირუსის შესახებ მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ დაავადების გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკაში შედიან ისინიც, რომლებსაც გამოუვლინდა ინფექციის სიმპტომები, მაგრა, არ დაუდასტურდათ ვირუსი ტესტირების გზით.

“სტატისტიკა სწორი არ არის, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან. COVID-19-ის მსგავსი სიმპტომები ასობით არის,” – აცხადებს მასკი.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაავადების მძიმე შემთხვევები არ გამოვლენილა Space X-ის თანამშრომლებს შორის.

2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის ხელისუფლებამ ვუჰანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი არის კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19.

11 მარტს კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ახალი კოროვირუსი პანდემიად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად