ილონ მასკი აღნიშნავს, რომ მას ლუკაშენკოსთვის ელექტრომობილი არ უჩუქებია

SpaceX-ისა და Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმა თავის Twitter-ზე პასუხი გასცა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს. მან დაწერა, რომ ლუკაშენკოსთვის Tesla-ს ელექტრომობილი არ უჩუქებია.

ლუკაშენკომ, იმის შესახებ, რომ მას Tesla-ს ელექტრომობილი ჰყავს, რომელიც მას ილონ მასკმა აჩუქა, მინსკში, 2 სექტემბერს, სკოლაში გამოსვლისას განაცხადა.

„მე, მართლა, ელექტროველოსიპედით კი არ დავდივარ ხშირად, არამედ ჩვეულებრივ ვატრიალებ პედლებს. მე Tesla-ს ელექტრომობილი მყავს და ხანდახან მაგას ვტესტავ. მასკმა მაჩუქა“, – განაცხადა სკოლაში გამოსვლისას ლუკაშენკომ.

მოგვიანებით, ბელარუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომლის სათაურიც იყო „სინამდვილეში ვინ აჩუქა ლუკაშენკოს ელექტრომობილი, რომელიც 165 ათასი აშშ დოლარი ღირს?“, მის ქვემოთ კი, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ილონ მასკი მონიშნა და პირდაპირ ჰკითხა, სიმართლე იყო თუ არა ეს, ამაზე კი ილონ მასკმა, თავისი ოფიციალური Twitter-ით უპასუხა, რომ ეს ასე არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად