ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს

კომპანია SpaceX- ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2050 წლისთვის მარსზე ქალაქის აშენება სურს, რომლის მოსახლეობა 1 მილიონი ადამიანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

ილონ მასკის თქმით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, კომპანია SpaceX-ი ათასი Dragon Crew– ის ერთჯერადი კოსმოსური ხომალდების აშენებას (წელიწადში 100 აპარატი) გეგმავს. საკითხზე მუშაობა ამჟამად ტეხასის შტატში, კომპანიის ქარხანაში მიმდინარეობს.

ილონ მასკის განმარტებით, ის მარსზე საშუალოდ დღეში სამი ხომალდის გაგზავნას გეგმავს, რაც ამ პლანეტაზე მოგზაურობას ყველასთვის მისაწვდომს გახდის.

”ჩვენ ისე უნდა უნდა გავაკეთოთ, რომ მარსზე მოგზაურობა ყველამ შეძლოს. თუ სურვილი გაქვთ, მაგრამ ფული არა, სესხის აღების შესაძლებლობა გჭირდებათ”,-აცხადებს მილიარდერი.

ვარაუდობენ, რომ ხომალს ერთდროულად 100 ადამიანისა და 100 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. გარდა ამისა, მარსის კოლონიზაციას ყოველწლიურად ტონა სამშენებლო მასალა დასჭირდება, ასევე იარაღები, საკვები და წყალი.

“სულ ათას ახალ კოსმოსურ ხომალდს შეუძლია ჰიპოთეტურად მარსზე დაახლოებით 100 ტონა მასალა გადაიტანოს”,-აცხადებს ილონ მასკი.

ვინაიდან დედამიწასა და მარსს შორის მანძილი მათი ორბიტის მიხედვით განსხვავდება, SpaceX-ი მარსზე კოსმოსური ხომალდის გაგზავნას იმ დროს გეგმავს, როდესაც ეს ორი პლანეტა ერთმანეთთან ყველაზე ახლოს იქნება. შედეგად, ყოველი გაშვების სეზონის განმავლობაში (დაახლოებით 26 თვეში ერთხელ), ილონ მასკი მარსზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანის გაგზავნას გეგმავს. მან ასევე Twitter- ის გვერდზე სამშენებლო ადგილიდან ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომელზეც შეგიძლიათ მომავალი გემის დეტალები იხილოთ.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად