ილინოისის შტატში მომხდარ სროლას მინიმუმ სამი ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ილინოისის შტატში, ქალაქ როკფორდში სროლის შედეგად. ამის შესახებ Associated Press იტყობინება.

ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივ ბოულინგ კლუბში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

პოლიციამ მოახერხა ინციდენტში მონაწილე პირის დაკავება. სააგენტო არ აკონკრეტებს, არის თუ არა ეს შეიარაღებული პირი. ამ დროისთვის ასევე არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გამოიწვია ინციდენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად