ილიაუნის პროფესორის, მარიკა წივწივაძის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ილიაუნის პროფესორის, მარიკა წივწივაძის მკვლელობის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დააკისრა, – ამის შესახებ კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

"ძააააალიან მაგარი ამბავი!!!

შსს-ს სასამართლო მოვუგეთ ფემიციდის საქმეზე: მარიკა წივწივაძის (ილიაუნის პროფესორი) მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დაეკისრა. შსს-მ რომელმაც იცოდა, თუ რა ძალადობას ექვემდებარებოდა მარიკა, მაგრამ არაფერი გააკეთა მის დასაცავად, გამტყუნებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისათვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე.

სტრასბურგშიც გვაქვს ეს საქმე და იქაც მოვიგებთ, რადგან მარიკა წივწივაძე სახელმწიფოს სისტემური ხარვეზების მსხვერპლია. სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს ქალებს, პასუხს აგებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სასამართლოს წინაშე!

პ.ს. მადლობა "საფარის" იურისტ Sopo Gogishviliს თავდაუზოგავი შრომისთვის და ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოსთვის.

პ.ს.ს. შსს-მ გავასაჩივრებო. აბა, თქვენ იცით… მაინც ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას!", – წერს ბაია პატარაია facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...