ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა (ვიდეო)

მაროკოს ქალაქ მარაკეშში დასასრულს უახლოვდება ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის.

ეს წუთია დასრულდა ფინალური შეხვედრა 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძეს და იაპონელ კაზუნარი კამიგაკის შორის. შეხვედრის მეოთხე წუთზე გაშვებული ვაზარი სულამანიძემ მეოხე წუთის დასასრულამდე 5 წამით ადრე გაქვითა, მაგრამ ოქროს დროის 39 წამზე იაპონელმა კიდევ ერთხელ მოახერხა ვაზარის აღება და გაიმარჯვა.

ილია სულამანიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვეცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალამდე ილია სულამნიძემ ყველა შეხვედრაში იპონით გაიმარჯვა. მან სამხრეთ კორეელი ჯივუ შიმი 57 წამში, უნგრელი პეტერ არვაი 1 წუთსა და 21 წამში, დანიელი მათიას მედსენი 3 წუთსა და 5 წამში დამარცხა, ხოლო ნახევარფინალური შეხვედრა რუს მატვეი კანიკოვსკის 1 წუთსა და 48 წამში მოუგო.

ამრიგად ქართველმა ძიუდოისტებმა მარაკეშში მოიპოვეს სამი ოქრო – 57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, 81 კგ ვლადიმერ ახალკაცი, 90 კგ ლაშა საბაური, 100 კგ ილია სულამანიძე, ერთი ვერცხლი – 100 კგ ილია სულამანიძე და ერთი ბრინჯაო – 81 კგ ტატო გრიგალაშვილი.

მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველოს ძიუდოისტი ქალების და კაცების გაერთიანებული გუნდი მე-2 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად