ილია სულამანიძემ რუს მეტვეი კანიკოვსკის სძლია და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

მაროკოს ქალაქ მარაკეშში დასასრულს უახლოვდება ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის

100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამნიძემ სამხრეთ კორეელი ჯივუ შიმი 57 წამში, უნგრელი პეტერ არვაი 1 წუთსა და 21 წამში, დანიელი მათიას მედსენი 3 წუთსა და 5 წამში დამარცხა და ნახევარფინალში რუს მატვეი კანიკოვსკის შეხვდა.

შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთსა და 48 წამში ილია სულამანიძემ იპონით გაიმარჯვა და ოქროს მედლისთვის იაპონელ კაზუნარი კამიგაკისთან იჭიდავებს.

+100 კგ წონაში საბა ინანეიშვილმა პირველ შეხვედრაში ჩინელი ჰაონან ჰუ დაამარცხა იპონით, მეორეში შეხვედრაში უნგრელ რიჩარდ სიპოჩთან კი ვერ შეძლო გაშვებული ვაზარის საპასუხოს აღება და დამარცხდა.

ამავე წონაში გელა ზალიშვილი იაპონელ სოსუკე მაცუმურას ზურგში ხელის ჩავლების მცდელობისას თავად მისკენ ზურგით მდგარი აღმოჩნდა და იაპონელმა ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვა – ბრუნით მოისროლა ტატამზე ზაალიშვილი. ის, რაც მაყურებლისთვის არცთუ ცხადი იყო, მსაჯებისთვის არ აღმოჩნდა საკამათო და იაპონელს იპონით გამარჯვება მიაკუთვნეს.

ქალთა შორის +78 კგ წონაში სალომე მაკიშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა იპონით ჰოლანდიელ მარიტ კამპსთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად