ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ფინეთის ქალაქ ვანტააში დასასრულს უახლოვდება ძიუდოში 20 წლამდე ახალგაზრდათა შორის ევროპის ჩემპიონატი.

100 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძე უკრაინელ ევჰენი ვეჰერას შეხვდა, იპონით დაამარცხა იგი და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა

შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს:
57კგ, ეთერ ლიპარტელიანმა
66 კგ გიორგი თუთაშვილმა
81 კგ ტატო გრიგალაშვილმა
90 კგ. ლაშა საბაურმა
100 კგ, ილია სულამანიძემ

81 კგ წონაში ვლადიმერ ახალკაცი ვერცხლის მედალს დაუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 70 კგ წონაში მარიამ ჭანტურიამ და 90 კგ წონაში მიხელ ბექაურმა

რამდენიმე წუთში ჯერ საბა ინანეიშვილი იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის, შემდეკ კი გელა ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად