ილია მეორე ჟენევაში მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების კრებაზე (ფოტორეპორტაჟი)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ და მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა, შამბეზში (შვეიცარია) მდებარე მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრის წმინდა მოციქულ პავლეს ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინეს:

საღმრთო ლიტურგია აღავლინეს: მსოფლიო პატრიარქმა და კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ; სრულიად აფრიკისა და ალექსანდრიის პაპმა და პატრიარქმა უნეტარესმა თეოდორე მეორემ; სრულიად პალესტინისა და წმიდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილე მესამემ; სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა უწმიდესმა კირილემ; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ; სრულიად სერბეთის პატრიარქმა,პეჩის მთავარეპისკოპოსმა და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა ირინეოსმა; სრულიად რუმინეთის პატრიარქმა, უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტმა და ბუქარესტის მთავარეპისკოპოსმა, უნეტარესმა დანიელმა; სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა და სოფიის მიტროპოლიტმა უწმიდესმა ნეოფიტემ; სრულიად კვიპროსისა და ახალი იუსტინიანეს მთავარეპისკოპოსმა, უნეტარესმა ქრიზოსტომოს მეორემ; სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა და ტირანის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ანასტასიმ; სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა, პრეშოვის მთავარეპისკოპოსმა, უნეტარესმა როსტისლავმა და ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის ეკლესიების წარმომადგენელმა მღვდელმთავრებმა.

  რეპორტაჟისთვის გამოყენებულია Zugdidi-tsaishi diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ფოტოები.   

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...