ილია მეორე: უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში, აღმა ავდივართ თუ დაბლა ვეშვებით

ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას

“ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. ის მიმართავდა ებრაელ ხალხს, ისრაელ ხალხს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებსო და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და საოცრად დაგვეხმარა, საოცარი ტაძრები აშენდა საქართველოში.

ჩვენ ვმადლობთ უფალს, წმინდა ანგიას რომ შეგვეწია. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე, რომ ვაშენებთ ხილულ ტაძრებს, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში.

უნდა ვიფიქროთ, აღმა ვეშვებით თუ დაბლა. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა. შეგეწიოთ წმინდა ანგია წინასწარმეტყველი და დაგვეხმაროს სულიერი ტაძრის მშენებლობაში“ ,- განაცხადა ილია მეორემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად