დღეს მარლთმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია გაიმართა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
„წმინდა ნიკოლოზი, თქვენ იცით არის, დიდი მფარველი საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ერისა.
ჩვენს მას ვუწოდეთ ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს პატრიარქი და ჩვენი ერის მფარველი. არ არსებობს ადამიანი მივიდეს მის ხატთან და გულით სთხოვოს დახმარება და წმინდა ნიკოლოზმა უარი უთხრას.
წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით მფარველობს ყველა გაჭირვებულ ადამიანს იმდენად მოწყალეა, რომ არაქრისტიანებსაც კი სწყალობს. შეგეწიოთ სრულიად საქართველოს წმინდა ნიკოლოზი,“ – ბრძანა ქადაგებისას პატრიარქმა.