ილია მეორე: საქართველო უცხოეთში ოქროსა და ვერცხლს კი არა, მადლს ეძებდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ყველა წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა. ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოველთა წმინდანთა დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქმა სასულიერო პირებიც დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ აფასებს ქვეყნის სამღვდელოების მოღვაწეობას.

“წმინდანი არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი და მე გისურვებთ თქვენ ყველას, რომ ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე.

საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა”_ბრძანა პატრირქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად