ილია მეორე პოლიტიკოსებს: გთხოვთ, საკითხებს ნუ განიხილავთ ქუჩაში

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოუწოდებს ყველას საკითხები განიხილონ დარბაზში და არა ქუჩაში.

საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ბრძანა, "ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის, დაპირისპირება არის ერში, პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ ამა თუ იმ საკითხების განხილვა არ უნდა იყოს ქუჩებში, უნდა დასხდნენ დარბაზებში და მშვიდად განიხილონ ესა თუ ის საკითხი.

ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება და სიმშვიდე, სიმშვიდე სადაც არ არის იქ ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა სიმშიდე მოგცეთ, ღმერთმა დალოცოს ყოველი გაჭირვებული ადამიანი.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ყოვლაწმიდა ღვთისმშობელმა გადააფარა საქართველოს თავისი კალთა და ვერავითარი შინაგანი თუ გარეშე მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად