ილია მეორე ემიგრანტებს: უცხოეთში წასვლა ცუდი არ არის, მაგრამ აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

” ვერავითარი გონება ვერ ახსნის ღვთის წყალობას მე მახსენდება. ის დრო, როდესაც მე დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია და ჩამოვედი საქართველოში. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე ბრძანდებოდა და სულ ცოტა რაოდენობა იყო სამღვდელობისა. ყველას ჰქონდა ფიქრი, რა ეშველება საქართველოს ეკლესიას და სასწაული მოხდა, გამრავლდა გადიდდა, საქართველოს ეკლესია. სულ 50-მდე მღვდელი იყო. ახლა თითო ეპარქიაში არის, 50-ზე მეტი. ჩვენ ვმადლობთ უფალს ასეთი წყალობისთვის. კარგი პრაქტიკა შემოვიდა ჩვენთან. ეპარქიიდან ჩამოდიან მღვდელმთავრები თავისი სამღვდელოებით და აქ ერთად ვასრულებთ წირვას, ლოცვას. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

“ჩვენ ლოცვის დროს ვთხოვთ უფალს მის წყალობას, მის დახმარებას და ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა. აი, მე მინდა შეგახსენოთ, შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ.

სახარებაში ვკითხულობთ 10-ნი კეთროვანი შეხვდნენ უფალს და ღაღადებდეს, ყვიროდეს იესო მოძღვარ შეგვიწყალენ ჩვენ.

და შეებრალა უფალს ეს ავადმყოფი ადამიანები. თქვენ იცით კეთროვანი საშინელი ავადმყოფობაა. მათ არ ჰქონდათ უფლება ხალხში ყოფილიყვნენ, გარიყული იყვნენ უდაბნოში.

მაცხოვარმა უთხრა მათ რომ წადით, ეჩვენენით მოძღვარს. ამ წასვლის დროს, როცა ისინი წავიდნენ, განიწმინდნენ კეთროვნებისაგან. სასწაული მოხდადა ერთი მათგანი დაბრუნდა უკან დავარდა მუხლებზე მაცხოვრის წინ და დიდი ხმით ჰმადლობდა უფალს, მისი დიდი წყალობისათვის, განიწმინდა. 10-ვე განიწმინდა და უფალი ეკითხება ამ ადამიანს.

10-ვე არ განიკურნა 9-ნი სადღა არიანო? ვერ ნახეს თავის თავში ძალა და მადლი, რომ დაბრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ უფლისათვის. გარდა ამ ადამიამისა. გვეუბნება უფალი წადი, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. იმათაც აპატია. ამიტომ მე მინდა შეგახსენოთ, როცა რასმე აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, რადგან მომავალში კიდევ გექნებათ თქვენ სათხოვარი, კიდევ უნდა დაბრუნდეთ და მადლობა შესწიროთ უფალს”,- ბრძანა პატრიარქმა.

დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპრქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მე მინდა დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში.

მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, სნოდან ვარ, მე მახსოვს, როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არცერტი მეტრი მიწისა. ყველა დამუშავებული იყო. კარტოფილი, მწვანილი ითესებოდა, თიბვა იყო.

და დღეს, როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება, საკარმიდამო არ მუშავდება. და მე მინდა, ვთხოვო ჩვენ სამღვდელოებას მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკამრიდამო მიწები. ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს.

დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ქალაქს.

რამდენიმე ხნის შემდეგ მე გავსინჯავ რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. იმედი მაქვს, მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას, მოსახლეობა სოფლის მოსახლეობა და ქალაქისა მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამინებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს, სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს რომ გამოსწორდეს ეს”-ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად