ილია მეორე: არ დაგავიწყდეთ, შობის ღამეს, სანთლის დანთება ფანჯარაში

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ არ დაავიწყდეთ შობის ღამეს სანთლების დანთება ფანჯრებში.

"მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული, მე შევთხოვ უფალს, რომ ყოველ ჩვენგანში იშვას ქრისტე. ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი იყოს მფარველი ყოველი ადამიანის, ყოველი ჩვენგანის. მაცხოვარს შევავედრებ ყოველ ადამიანს, რომელიც უცხოეთშია წასული, შევთხოვთ უფალს, რომ სახელები ჩვენი დაწერილი იყოს წიგნსა შინა ცხოვრებისასა. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, შობის ღამეს აქ იქნება წირვა ლოცვა, არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში, თქვენ იცით, რომ ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენ სახლებში, ბინაში ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს, რომ ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა" – ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად