ილია მეორე: 2018 წელი იყო მძიმე წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის

საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 2018 წელი შეაჯამა. ილია მეორემ განაცხადა, რომ გასული წელი როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის მძიმე იყო.

ქადაგების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორემ სამადლობელი პარაკლისი აღავლინა.

“დღეს ჩვენ ვაცილებთ ძველ წელს. უნდა ითქვას, რომ ეს 2018 წელი, წარსული წელი იყო მძიმე წელი, ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსათვის. ამ სიმძიმის შემდეგ, ღმერთმა ინებოს ბედნიერი, სიხარულით აღვსილი 2019 წელი” – განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...