ილია ჯიშკარიანი: რაც თამთა თოდაძემ თქვა, “შავი პიარია”, სამწუხაროა, რომ NGO-ებმა განაჩენი უკვე გამომიტანეს

რასაც თამთა თოდაძე მოყვა შავი პიარია, სამწუხაროა, რომ NGO-ებმა განაჩენი უკვე გამომიტანეს, – ამის შესახებ გადაცემა “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელიც ტელეკომპანიას კლინიკიდან ჩაერთო.

“ის, რაც ახალგაზრდა გოგომ მოყვა ეს ყველაფერი არის ტყუილი, შეთითხნილი და ეს არის “შავი პიარი”. მიმართულია ავტორიტეტული მაჟორიტარების მიმართ. იყო ასეთი შემთხვევები და ყურიც მაქვს მოკრული, ნინოწმინდაში იყო, აქ მოხდა და  ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ილია ჯიშკარიანს “ენჯეოებმა” განაჩენი გამოუტანეს, რასაც მედიასაშუალებებიც აყვნენ. არსებობს ჩვენ ქვეყანაში სასამართლო, გამოძიება და მიუხედავად იმისა, რომ იძახიან, რომ ილია ჯიშკარიანს გვერდით უდგას ხელისუფლება, პარტია. თუ მიდგას, აგერ ჩანს ყველაფერი, რა მძიმე ბრალი წამიყენეს სამართალდამცავებმა”, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის,  ილია ჯიშკარიანს ბრალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე „ნიუ ჰოსპიტალში“ წარედგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად