ილია ჯიშკარიანი: მამაოები და დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელ-ნელა ვიღდგენ, რომ ამ ბრძოლისთვის გავემზადო

ამის შესახებ გადაცემა “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელიც ტელეკომპანიას კლინიკიდან ჩაერთო.

“რატომ არ იხედებით იქითა მხარეს? მარტო ჩემ ბრალდებას რომ უყურებთ, იმ ოჯახშიც ჩაიხედეთ, რა ხდება. საზოგადოებას გააგებინეთ, ნუ იქნებით ცალმხრივები. ილია ჯიშკარიანი ამ ქვეყნიდან ისე არ წავა, ამ სოფლიდან ისე არ გავა, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. მე ღმერთს ვეხვეწები და ძალას მომცემს. მე მამაოები და დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელ-ნელა ვიღდგენ, რომ ამ ბრძოლისთვის გავემზადო. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემს ადგილას თავი?! წეღანაც ვთქვი, რომ მე განაჩენი გამოტანილი მაქვს. რატომ ვარ ლოგინში, იცით? მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა და ლიბერალებმა”, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის,  ილია ჯიშკარიანს ბრალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე „ნიუ ჰოსპიტალში“ წარედგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად