ილია ჯიშკარიანი ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს

საკრებულოს წევრს ილია ჯიშკარინს, რომელსაც გამოძიება საკუთარ თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ექიმი “კურიერთან” საუბარში აცხადებს, ამ დროისთვის ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.

“როგორც ირკვევა ტკივილი გუშინაც და გუშინწინაც ჰქონდა. თუმცა გუშინ უფრო ინტენსიურად აწუხებდა, რის შემდეგაც უკვე მოხდა მისი ტრანსპორტირება ჩვენთან. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით და დაუყონებლივ შეყვანილ იქნა კორონოგრაფიაზე. ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო,” – განაცხადა ექმიმმა თამუნა ჭიხორიამ “კურიერს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად