ილია II: ვიმედოვნებთ, რომ არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას

საქართველოს საპატრიარქო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახან დაწყებულ დაპირისპირებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვას აქვეყნებს. სადაც პატრიარქი დაპირისპირებულ მხარეებს მიმართვას, არ დაუშვან ვითარების მკვეთრი ესკალაცია.

„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახან დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს ომხეთს აზერბაიჯანსა და მთელ კავკასიას“, – წერს პატრიარქი მიმართვაში.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს კვლავ დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ადგილობრივი მედიის  ინფორმაციით, ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად