ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართავს, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზეა საუბარი.

“თქვენო უწმინდესობავ,

მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო:

ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს”, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ აქ: ილია II რუსეთის პატრიარქს: მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გაგზავნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად