ილია II: უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულსა და ძალასაც აძლევს

“ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულსა და ძალასაც აძლევს”,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“დიდება და მადლობა უფალს,როცა ვლოცულობთ მადლობის შეწირვა გვავიწყდება .

უპირველეს ყოვლისა, უფალს ჩვენი გაჭირვების გამო ვთხოვთ და მადლობის შეწირვა გვავიწყდება. წყალობა უფლისა მუდმივად ეფინება ქვეყანას და მსოფლიოს.

მინდა დღეს გავიხსენო ერთი ლოცვა, რომელიც შევიყვარეთ -“დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”. ეს ლოცვა წარმოიშვა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. როცა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ბიბლიოთეკა იყო, ჩვენ ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით, თითქოს წიგნების წასაკითხავად, სინადვილეში, პარაკლისს ვასრულებდით და აი, ამ პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა: “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო” და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ მას.
მთელი კაციბრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა ამ დაღლილიბას აღემატება. უფალი ჩვენთანაა, ჩვენთან არს ღმერთი! დალოცვლილი და გახარებული იყავით, ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს. დალოცვილი იყავით თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენთან არს ღმერთი”, – ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად