ილია II: მწამს, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს

დღეს, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ია საშობაო მილოცვა გადასცეს.

სადაც ნათქვამია:

“ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და დედანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილეში შინა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა! გიხაროდენ!

მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ, მწამს ისიც, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!
ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან! ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II” – ნათქვამია მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად