ილია II მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე: დარწმუნებული ვარ, მოსამართლეებზე დიდი “პრესი” იყო

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში ბრძანა.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზეა. არ ჩერდება, რაც დრო გადის ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებადართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ნარკოტიკების (მარიხუანის) მიღების ნების დართვა – ისინი თვითონ არ არიან თანახმა, მაგრამ იმდენად დიდია მათზე "პრესი", ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ გამოეტანათ ეს დადგენილება."- ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციომ მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად