ილია II: გამოვხატავთ გულისტკივილს, თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთი მიტროპოლიტი ილია II-ე თეირანში, იმამ ხომეინის სახელობის საერთაშორიოს აეროპორში უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ“”,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, 2020 წლის 8 იანვარს თეირანში უკრაინული თვითმფრინავი “Boeing 737” ჩამოვარდა – 180 მგზავრი დაიღუპა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად