ილია II: ეს დღესასწაული მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ფერისცვალება მიულოცა და ქადაგებით მიმართა. 

"გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს, ეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს ჩვენ იმაზე რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი მოგვცეს, რომ ვიაროთ ამ სრულყოფისკენ კიბეზე. ეს აუცილებელია", – ბრძანა პატრიარქმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად