ილია II: ეხლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს – ღმერთმა ყველას უშველოს

“ეხლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. აი, პრესა გადმოსცემს რომ ახლა მოედო ეს კორონა – სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვა ლოცვა მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

„ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ, ღვთის მფარველობის ქვეშ არის, ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ წარმოდგინეთ საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ. ჩემი აზრით ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა.
ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისი წყალობისათვის.

12 მოციქული, მეთევზეები – მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არამედ უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა და ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისის დიდი წყალობისთვის.
წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მოევლინა 12 მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ გაამართლა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა, უნდა მადლობა შესწიროს უფალს.
ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორად, თვითონ დასაჯა თავისი თავი.
აი, დღეს ჩვენ მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთა გამოიარეს წმინდა ნინოს გზა.
ეს მე მგონი 32-ე შემთხვევაა და 32-33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით, ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსათვის.

ეხლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. აი, პრესა გადმოსცემს რომ ახლა მოედო ეს კორონა – სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი
მე მინდა დავლოცო ის ადამინები, რომელთაც გამოაიარეს ნინოს გზა.
დალოცვილი იყავით. გაიხარეთ! ჩვენთან არს ღმერთი“! – ბრძანა პატრიარქა სვეტიცხოველში, ქადაგების დროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად