ილია II: დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყევართ სასუფეველში

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

“არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლდაწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთის განგებით არის ეს ყველაფერი. შევმადლოთ უფალს. ეს რაც ხდება შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის. ეს ყველაფერი იოლი შესასრულბელია. მთავარი ის არის, ჩვენ არ განვშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ. აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი და შევმადლოთ უფალს რომ მისი გაგვხადა სასუფეველისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ ასეთი მოთმინებით მივყევართ სასუფეველში.

მტკიცეთ იდექით, არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით, ჩვენთან არს ღმერთი”-ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად