ილია II: აფხაზები და ოსები – თქვენ ჩვენი სისხლი და ხორცი ხართ!

„მე მინდა მივმართო აფხაზეთის და ოსეთის მოსახლეობას. თქვენ ჩვენი სისხლი და ხორცი ხართ!“- ასე მიმართა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აფხაზ და ოს ხალხს.

„ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე! ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჩვენს ძმებს აფხაზებს, ჩვენს ძმებს ოსებს ცხინვალიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ. დიდება უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ძალა თქვენ და სრულიად საქართველოს.“- ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად