ილია II: ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის – ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვებისთვის

“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგევართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი თვისება და მთავარი თვისება არის ის, რომ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში”- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სიონის ტაძარში ქადაგებისაა განაცხადა.

“ჩვენთან არს ღმერთი.
გილოცავთ სიონობას, მარიამობას!

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგევართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი თვისება და მთავარი თვისება არის ის, რომ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტება არის დიდი პიროვნებისათვის. მადლობა ღმერთს, ქართველი ადამიანი მოწყალეა.

სიონი და თბილისელები არიან როგორც დედა-შვილი. თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, სიონისა. ამასთან თბილისი და სიონი, შეიძლება ითქვას, თანატოლები არიან.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორია მომავალი ჩვენი სამშობლოსი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ როცა ხედავთ გაჭირვებას. არ უნდა გაგიტყდეთ გული, როცა ნახავთ რაღაც უსამართლობას.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვებისთვის. ამ შემთხვევაში იქნება იგი ბედნიერი. იყავით ბედნიერნი, იყავით გახარებულნი. მაგალითი იყავით ყველასთვის და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის.

სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ ყოველთა.

ჯვარი გეწეროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი სანამაშვილი ჯილდოვდება მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

აქსიოს!

დღეს ილოცებიან შვილგარდაცვლილი დედები.

დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი!” ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად