ილია ბეგიაშვილი: წნორის მოსახლეობა უახლოეს მომავალში ევროპული სტანდარტების შესაბამის წყალს მიიღებს

წნორის წყლის ახალი სისტემების ტესტირების შემდეგ მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გვაცნობეს.

კახეთის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა მოინახულა.

,,წნორის წყალმომარაგების პროექტი მოიცავს დაახლოებით 5 ათას ბენეფიციარს თავისი გარეუბნებით, პრაქტიკულად უნიკალური პროექტია, რომლის ღირებულებაა 13 მილიონ 200 ათასი ლარია. ყველაფერი ახლიდან გაკეთდა დაწყებული ქსელით, რეზერვუარები, სატუმბი სადგურები, საქლორატოროები. ამჟამად რეზერვუარები შევსებულია, მიმდინარეობს ქსელის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც გაგრძელდება უახლოესი 2 კვირის განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 2 კვირის თავზე მოსახლეობა მიიღებს ევროპული სტანდარტების შესაბამის წყალს. ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბში ქალაქ სიღნაღში მიმდინარეობს სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ერთი არის პროექტირების სამუშაოები, რაც მოიცავს სიღნაღის საკანალიზაციო კოლექტორის ქსელის და გამწმენდი ნაგებობის პროექტის შექმნას, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი ჯდება ეს პროექტი, უახლოეს რამდენიმე თვეში თვითონ პროექტი გვექნება და შემდეგ მის რეალიზაციაზე ვიფიქრებთ და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც ბოლომდე არ იყო დამთავრებული და უახლოეს დღეებში გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი, რაც მოიცავს რამდენიმე ჭაბურღილის დამატებას, სათავე ნაგებობის გაწმენდა-რეაბილიტაციას, და იმ მრიცხველების ბოლომდე დამთავრებას, რომლებიც დაერთებულია ამ ქსელზე“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

ქალაქ წნორის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალი ქსელის ტესტირებას ახორციელებს, რის შემდეგაც 5 000–მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და მოსახლეობა სტაბილურ, ხარისხიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა.

ამ ეტაპზე, ქალაქის მოსახლეობა საუბნო ჭაბურღილებით სარგებლობს. იმის გამო, რომ ადგილობრივებს 90–იანი წლების შემდეგ, წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემით არ უსარგებლიათ, მოძველებული და ამორტიზებული ქსელი რეაბილიტაციას საჭიროებდა.
წნორის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში რეაბილიტირდა საქლორატორო, მოეწყო ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური, დამონტაჟდა თანამედროვე ობიექტების მართვის ელექტრონული სისტემა (SCADA), რომელიც წყალმომარაგების სისტემის ავტომატურ მუშაობას უზრუნველყოფს.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად