ილჰამ ალიევი: “სომხეთს მშვიდობა არ სურს”

“სომხეთს მშვიდობა არ სურს, მათი ყველა ქმედება მიმართულია მოლაპარაკებების ჩაშლაზე ან მოლაპარაკებების იმიტაციის მოხდენაზე.”,-ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც ალიევმა აღნიშნა, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში რუსეთი, აშშ და საფრანგეთი არიან ჩართული.

“რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები, აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში მართავდნენ სამმხრივ შეხვედრებს, რომლებიც მიმართული იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისკენ. მე ამას ვაფასებ. სომხეთს არ სურს მშვიდობა, მათი ყველა ქმედება მიმართულია მოლაპარაკებების ჩაშლაზე ან მოლაპარაკებების იმიტაციის მოხდენაზე”,-განაცხადა ალიევმა.

ამასთან, ალიევმა 2014 წელს აზერბაიჯანის მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

“აზერბაიჯანელი ხალხი უსაფრთხოდ იქნება, მათი კეთილდღეობა ყოველ წელს უმჯობესდება. სოციალური პოლიტიკა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება. ჩვენ 2014 წელს გავხსენით 230 ახალი საწარმო, რომლებიც უმუშევრობის დონეს კიდევ უფრო შეამცირებენ და ექსპორტის პოტენციალს გაზრდიან. 2014 წელს ჩვენ შევასრულეთ ყველა ის ამოცანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იდგა”,-აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის 1988 წელს, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების გამო დაიწყო. მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. 1994 წლის მაისში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დღემდე გრძელდება მცირე მასშტაბის შეტაკებები კონფლიქტის ზონაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად