ილჰამ ალიევი: ყარაბაღის საკითხს წერტილი დაესვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, კონფლიქტის მოგვარებას წერტილი დაესვა.

“დღეს წერტილი დაესვა ყარაბაღის საკითხს,” – თქვა ალიევმა.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს სიხარულისა და სიამაყის გრძნობით და მიულოცა ყველა აზერბაიჯანელს ეს მოვლენა.

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ 10 ნოემბრის შუაღამეს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, რუსეთი მთიან ყარაბაღში აგზავნის 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად