ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი გაეროს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე უნდა მოგვარდეს

დღეს, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერიშს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა.

ვიდეოკონფერენციის მსვლელობის დროს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 27 სექტემბერს სომხეთმა საარტილერიო ცეცხლი დაუშინა შეხების ხაზზე არსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოსახლეობას შორის.
 
აზერბაიჯანის მხარე თავდაცვის მიზნით წარმატებულ კოტრშეტევით ოპერაციებს ახორციელებს, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, სომხეთის მხარე პირველად არ ახორციელებს მსგავს სამხედრო პროვოკაციებს. მათ ანალოგიური პროვოკაცია მოაწყვეს ივლისში აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ხოლო აგვისტოში სომხურმა დივერსიულმა ჯგუფმა შეხების ხაზის გადაკვეთა სცადა. ამავე დროს სომხეთი უკანონოდ ასახლებს უცხოელ მოქალაქეებს სხვა ქვეყნებიდან აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ჟენევის კონვენციის თანახმად საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა.
 
აზერბაიჯანის ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს მხოლოდ საერთაშორისო სამარლთის და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი იმ რეზოლუციების საფუძველზე, რომლებიც სომხეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ძალების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაყვანისკენ მოუწოდებენ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად