მიხეილ სააკაშვილი: ჩემთვის მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში და დაცულია უფლებები

მდიდარი საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ იქნება ფიზიკური პრობლემები, დანის, ცეცხლსასრლი იარაღის, რაც ყოველდღიურად ექმნებათ ჩვენ შვილებს. არ იქნება მასობრივად გავრცელებული სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ჩემი ხედვა, სხვანაირი საქართველოსი არის ისეთი ხედვა, სადაც თითოეული ქართველი იქნება მდიდარი. ეს ნიშნავს კონკრეტულ რაღაცებს, ბავშვებს ექნება საშუალება, რომ წავიდეს მაღალი ხარისხის საბავშვო ბაღში, ისწავლოს სკოლაში, სადაც მასწავლებლებს ექნებათ მაღალი ხელფასი, სკოლებში, სადაც აღჭურვა იქნება უმაღლეს საერთაშორისო დონეზე. როგორც ეს თავის დროზე დავიწყეთ და იმაზე ბევრად უკეთესი იქნება. განათლების საუკეთესო პროგრამები, როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში.

მდიდარი საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ იქნება ფიზიკური პრობლემები, დანის, ცეცხლსასრლი იარაღის, რაც ყოველდღიურად ექმნებათ ჩვენ შვილებს. არ იქნება მასობრივად გავრცელებული სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკები.

სადაც მშობლებს არ მოუწევთ უცხოეთში გადახვეწა, რომ შვილები შიმშილით არ დაეხოცოთ. სადაც მაგალითად ლაზიკაში ადამიანებს ექნებათ საშუალება დასაქმდნენ და მიიღონ ძალიან მაღალი შემოსავლები. სადაც პენსიონერებს ექნებათ მაღალი პენსია. სადაც წამლები იქნება ხელმისაწვდომი და საუკეთესო კლინიკები. არავის არ ექნება პრობლემა უფულოდ მკურნალობის. სადაც არ იქნება ნეპოტიზმი და სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში არ ახორციელებს ძალადობას და დაცულია ყველას უფლებები, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც ოპოზიციური აქტიურობა არ აღიქმება საფრთხედ და მის წინააღმდეგ არ იღებენ ზომებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად