იგორ პალიცა: “როდესაც სააკაშვილს ნარკოტესტისთვის თმის ღერი სთხოვეს, გაიქცა”

"მე მესმის, თუ რატომ გამოხვედით მწყობრიდან და გაიქეცით, როდესაც ტელეკომპანია 1+1-ის  ჟურნალისტმა ნარკოლოგიური შემოწმებისთვის თმის ღერი გთხოვათ", – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წინამორბედმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა იგორ პალიცამ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის კომენტირებისას, საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაპოსტა.

"სანამ სააკაშვილი აქ არ იყო, ჩვენ ყველამ ერთად მშვიდობა შევინარჩუნეთ, შევარიგეთ ხალხი. დიახ, მე არ ვამტვრევდი ჯებირებს, არ დავდიოდი სხვის დასანახად სამარშრუტო მანქანით, არ დავდიოდი პლაჟზე, არ ვსეირნობდი ველოსიპედით სამუშაო დროს, არ ვაკეთებდი ხმამაღალ და პოპულისტურ განცხადებებს და არ ვძაბავდი დნესტრისპირეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციას. ქრთამებზე ყოველთვის ვაკავებდით ადამიანებს, უბრალოდ ასეთ წვრილმანებზე არ ვიპიარებდით თავს.

ჩემი განკარგულებით, 2014 წლის ბიუჯეტის 95% გზების მშენებლობაზე გავანაწილეთ. ბევრი რამ გავკეთეთ, მაგრამ ყველაფერი ვერა. ჩვენ უბრალოდ ვმუშაობდით და არ ვიპიარებდით თავს. ჩვენ არ გვქონდა იმის უფლება, რომ უკრაინის კანონები დაგვერღვია, რომელიც თქვენ გაქვთ.

P.S. მე მესმის, თუ რატომ გამოხვედით მწყობრიდან და გაიქეცით, როდესაც ტელეკომპანია 1+1-ის  ჟურნალისტმა ნარკოლოგიური შემოწმებისთვის თმის ღერო გთხოვათ. თქვენ იცით, რომ დრო ყველაფერს თვის ადგილებზე დაალაგებს. საქართველოდან თქვენ ხალხმა ქვების სროლით გაგაგდოთ. ვნახოთ, როგორ დატოვებთ ოდესას",-აღნიშნავს პალიცა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. უკრაინაში თანამდებობაზე ის რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მასთან ერთად უკრაინის ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე ქართველია: ეკა ზღულაძე – შს მინისტრის მოადგილე. ლევან ვარშალომიძე – პრეზიდენტის მრჩეველი. გია გეწაძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე. დავით საყვარელიძე – გენპროკურორის მოადგილე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად