იღუმენია თამარ გამყრელიძე: პირადი შურისძიებით დამსაჯეს, მორიგი უსამართლო გადაწყვეტილებაა

“დავისაჯე, დავისაჯე სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო”,-ამის შესახებ, იღუმენია თამარ გამყრელიძემ “მთავარ არხთან” განაცხადა.

“პატრიარქის ბრძანებით შემიჩერდა მე ზიარების უფლება. დავისაჯე, დავისაჯე სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო. მე პირადად არ გამკვირვებია ეს. ველოდებოდით კიდეც იქიდან გამომგდინარე რომ ამდენი უსამართლობა მოხდა ჩემს თვალწინ. ეს მორიგი უსამართლო გადაწყვეტილებაა პატიარქის და საპტრიარქოს. ეს სასჯელი ისე გამომიტანეს სხდომაც არ ჩატარებულა. ასე პირადი შურისძიებით დამსაჯეს”,-ამბობს იღუმენა თამარ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილს, ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენია თამარი (გამყრელიძე) სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს რომ საპატრიარქომ ზიარების მიღება აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად