იღუმენია თამარ გამყრელიძე: ნამდვილად ვტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას

წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს.

როგორც თამარ გამყრელიძე აცხადებს, აპირებს, წმ. ნინოს მონასტერში ჩასვლას, სადაც საკუთარ გადაწყვეტილებას იქ მყოფ დედებს გააცნობს.

„ნამდვილად ვტოვებ ეპარქიას. გუშინაც განვაცხადე, შეუთავსებლად ვთვლი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მე აქ ვიცხოვრო და ვიღვაწო. ამ ყველაფრის შემდეგ მონასტერში ჩავალ, დაველაპარაკები დედებს, ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს და ყველა გადაწყვეტს ვინ დარჩება და ვინ წავა, ეს მათი არჩევანია.

პირადად მე, მივიჩნევ, რომ წმინდა ნინოს მონასტერი არ უნდა დაცარიელდეს. მე ასე ვთვლი, როგორც მონაზონი და ვინც ამ ჯვარს იტვირთებს და დარჩება, მე გამეხარდება. მე პირადად აქ არ დავრჩები. სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნები მეც“, – განაცხადა თამარ გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად