იღუმენია თამარ გამყრელიძე: ჩემ სულიერ მოძღვარს მივყვები, წინამძღვრის პოზიცია დავტოვე

მარტვილის წმინდა ნინოს მონატრის წინამძღვრის პოზიცია პირადად მე დღეს დავტოვე”,-ამის შესახებ, იღუმენია, თამარ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იღუმენია თამარ გამყრელიძემ წინამძღვრის პოზიცია დატოვა. მისი თქმით, იქ წავა, სადაც თავისი მოძღვარი, მეუფე პეტრე.

“მღვდელმთავარმა, რომელიც ხელს აფარებს უზნეობას და არის თანამონაწილე ამ სინოდის უკანონო გადაწყვეტილების, უფრალოდ, ვერანაირად ვერ მივიღებთ, ვერცერთი მონაზონი. მე პირადად დღეს დავტოვე წინამძღვრის პოზიცია, მარტვილის წმინდა ნინოს მონატრის. მაგაწყვეტილება მიღებული მაქვს, მე მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს”,-ამბობს იღუმენია თამარ გამყრელიძე.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში “მამათმავლობის მხილება” დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი” უწოდა.

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს.

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შიომღვიმეს მონასტერში არ წავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად