IFFHS-ის რეიტინგში საქართველოდან ვერცერთი, უკრაინიდან კი 1600-მაცხოვრებლიანი სოფლის საფეხბურთო კლუბი მოხვდა

მსოფლიოს 400 საუკეთესო საფეხბურთო კლუბს შორის საქართველოდან არცერთი არაა

IFFHS-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს 400 საუკეთესო საფეხბურთო კლუბს შორის ქართული გუნდებისთვის ადგილი არ მოიძებნა

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მიერ შედგენილი რეიტინგის სათავეში მიუნხენის „ბაიერნია”. მიუნხენელებმა პირველ ადგილზე შარშანდელი 23-ე ადგილიდან გადაინაცვლეს.

შარშანდელთა შედარებით მნიშვნელოვნად არიან დაწინაურებულები „მილანი” და „ბაიერი”. მილანელებმა 161 ადგილი მე-6 ადგილზე გადაცვალეს, ხოლო ლევერკუზენელები კი 170-ე ადგილიდან 4 ადგილზე გადავიდნენ.

თვალშისაცემია ესპანეთის „გრანადას” 860-ე ადგილიდან მე-19 ადგილზე გადასვლა, თუმცა IFFHS-ის რეიტინგში მასზე ბევრად დიდი ნახტომით გამორჩეული არის პარაგვაის „გუაირენა”, რომელმაც 2019 წლის 2054-ე ადგილიდან 341-ე ადგილზე გადაინაცვლა.

1. „ბაიერნი” – 260
2. „პალმეირასი” – 230
3. „პარი სენ ჟერმენი” – 226
4. „ინტერი” მილანი – 223
5. „მანჩესტერ სიტი” – 221
6. „მილანი” – 220
7. „იუვენტუსი” – 218
8. „სევილია” – 213
9. „მანჩესტერ იუნაიტედი” – 212
10. „არსენალი” – 206

36. „შახტარი” დონეცკი, უკრაინა – 160.5
50. „დინამო” კიივი, უკრაინა – 138.5
85. „ფახთაქორი” ტაშკენტი, უზბეკეთი – 109
89. „კრასნოდარი” კრასნოდარი, რუსეთი – 105.5
94. „ზენიტი” სანკ-პეტერბურგი, რუსეთი – 103
147. „ყარაბაღი” აგდამი, აზერბაიჯანი – 80
169. „ცსკა” მოსკოვი, რუსეთი – 75
169. „დინამო” ბრესტი, ბელარუსი – 75
179. „ლოკომოტივი” მოსკოვი, რუსეთი – 73.5
190. „ზორია” ლუგანსკი, უკრაინა – 72
240. „არარატ-არმენია” ერევანი, სომხეთი – 62.5
242. „შერიფი” ტირასპოლი, მოლდოვა – 62
258. „ბატე” ბორისოვი, ბელარუსი – 61
258. „რიგა” რიგა, ლატვია – 61
279. „შახტიორი” სოლიგორსკი, ბელარუსი – 58
302. „სოჭი” სოჭი, რუსეთი – 55.5
308. „ვორსკლა” პოლტავა, უკრაინა – 55
308. „რიგასი” რიგა, ლატვია – 55
310. „სუდოვა” მარიამპოლე, ლიეტუვა – 54.5
324. „ჟალგირისი” ვილნიუსი, ლიეტუვა – 53
341. „კოლოსი” კოვალივკა, უკრაინა – 51
341. „მარიოპული” მარიუპოლი, უკრაინა – 51
354. ასმკ(AGMK – ალმალიკის სამთო-მეტალურგიული კომბინატი) ალმალიკი, უზბეკეთი – 50
354. „ლიეპაი” ლიეპაი ლატვია – 50
362. „დესნა” ჩერნიგივი, უკრაინა – 69.5
362. „დინამო” მოსკოვი, რუსეთი – 69.5
372. „რუბინი” ყაზანი, რუსეთი – 48
372. „ნასაფი” ქარში, უზბეკეთი – 48
392. „როსტოვი” როსტოვი, რუსეთი – 46.5

IFFHS რეიტინგის შედგენის დროს 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარებული ყველა ნაციონალური და საერთაშორისო შეჯიბრებაში ჩატარებული მატჩების შედეგების გათვალისწინებით, შეწონილი ბალების ჯამის მიხედვით ადგენს გუნდების რეიტინგს და რომელიმე შეჯიბრების მოგების შემთხვევაში დამატებით ბალებს არ ანიჭებს გუნდებს.

რეიტინგის შედგენის დროს მაქსიმალურად, 14 ბალით ფასდებოდა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას სუპერთასზე, ლიბერტადორესის თასზე, რეკოპაზე და ფიფას საკლუბო ჩემპიონატზე მოგებული მატჩები.

რეიტინგის შედგენის დროს ქულების ნაციონალურ დონეზე მატჩების მოგების შემთხვევაში ბალები ლიგის დონის მიხედვით დაერიცხებოდათ გუნდებს. ლიგის დონეები რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით დგინდებოდა. რეიტინგში პირველ რვა ადგილზე მყოფი ლიგების გუნდები უმაღლეს მეოთხე დონის შესაბამის 4 ქულას იღებენ მატჩის მოგებისთვის, რეიტინგში მეცხრე-ოცდამეათე ადგილზე მყოფი ლიგების გუნდები – 3 ქულას, ოცდამეთერთმეტე-მეოთხმოცე ადგილზე მყოფი ლიგების გუნდები – 2 ქულას, ხოლო მე-80 ადგილს ქვემოთ მყოფი ლიგების გუნდები კი 1 ქულას.

მსოფლიოს საფეხბურთო ლიგების რეიტინგში ეროვნული ლიგა 75-ე ადგილზეა

რეიტინგში 51 ქულით 341-ე ადგილი უკავია კიევის ოლქში მდებარე სოფელ კოვალივკას გუნდ „კოლოსს”. აღსანიშნავია, რომ კოვალივკაში სულ 1600 მოსახლეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...