იერუსალიმში ლგბტ აღლუმის მონაწილეებზე თავდასხმელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ისრაელის სასამართლომ ულტრამართლმადიდებელ ებრაელს, რომელმაც 2015 წელს იერუსალიმში ლგბტ აღლუმის მონაწილენი ცივი იარაღით დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

თავდასხმის შედეგად თინეიჯერი გოგონა გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა და დაიჭრა.

ბრალდებული იშაი შლისელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან თავდასხმა „ღვთის ნებით“  განახორციელა.

თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე, შლისელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდა, სადაც ის მრავალი მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა სასჯელს, მათ შორის 2005 წელს იერუსალიმში ლგბტ აღლუმის მონაწილეთა თავდასხმისთვის.

სასამართლო პროცესზე პოლიცია გააკრიტიკეს. საზოგადოების აზრით, სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ ბრალდებული საფრთხეს წარმოადგენდა, თუმცა სათანადო ზომები არ მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად