იენს სტოლტენბერგი: საქართველოს სურს, რომ ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს!

„საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია, ყველაფერი სხვა კი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

“რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ეს საქართველოსა და ნატო-ს კავშირია. რაც მათ გააკეთეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა და აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

გამოსვლაში იენს სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინის თემებსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს როლია, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებს.

“დიდმა სახელმწიფოებმა  თუ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ მათი მეზობელი პატარა სახელმწიფოები, ეს წარსულში დაბრუნებაა და დემოკრატიულ საზოგადოებაში მსგავსი რამ დაუშვებელია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად