იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირსეული პარტნიორები არიან

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო და უკრაინა ნატოს ღირსეული პარტნიორები არიან. ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ორი ქვეყანა ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან ისინი მონაწილეობენ ალიანსის მისიებში და შავი ზღვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია ნატოსთვის.

“პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვის. საქართველო და უკრაინა ალიანსის ღირსეული პარტნიორები არიან. მათთან მუშაობა ნატოსთვის მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. ორივე სახელმწიფო მონაწილეობს ალიანსის მისიებში და ოპერაციებში. ამავე დროს, ნატო-სთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შავი ზღვის რეგიონი. ამიტომ, ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მათთან დისკუსია და მათი მოსაზრებების მოსმენა ნატოს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია 2030 წლამდე”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია მიეძღვნა ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას, რომელიც დაგეგმილია 22-23 ოქტომბერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად