იენს სტოლტენბერგი: საქართველო ჩვენი ახლო პარტნიორია, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას რეფორმების გატარებაში

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლამდე, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საქართველოს შესახებ ისაუბრა.

“შავ ზღვას ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ნატოს იქ საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს. ჩვენ გვყავს მოკავშირეები, ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი. ასევე, გვყავს ისეთი პარტნიორები, როგორიცაა უკრაინა და საქართველო. ჩვენ შავი ზღვის რეგიონში გავზარდეთ წარმომადგენლობა, ვმუშაობთ უკრაინასთან, რომ გაუმკლავდეს უსაფრთხოების შესახებ გამოწვევებს, რადგან ვიცით, რუსეთმა ყირიმის ანექსია არაკანონიერად მოახდინა.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ჩვენი ახლო პარტნიორია, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას რეფორმების გატარებაში, საქართველოც თავის მხრივ მხარს უჭერს ნატოს სხვადასხვა გზით,” – აღნიშნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ( თარგმანი რუსთავი 2)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად