იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ნატო-ს მტერი არ არის

რუსეთი ნატო-ს მტერი არ არის,-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN– თან ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენ არ ვქმნით მტრების ჩამონათვალს. რუსეთს მტრად არ მივიჩნევთ. რასაც რუსეთთან დაკავშირებით ვხედავთ ისაა, რომ მან მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი იგივე არ არის, რაც საბჭოთა კავშირი იყო.

”ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ურთიერთობების გაუმჯობესებას….მსოფლიოში მტრებსა და მეგობრებს არ ვყოფთ”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე დასძინა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ამჟამინდელ არსებულ “არაპროგნოზირებად” სიტუაციაში ისეთი ძლიერი ინსტიტუტი საჭიროა, როგორიცაა ნატო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად