იენს სტოლტენბერგი: “ნატოს ზოგიერთი პარტნიორი, ალიანსის წევრი ვერასდროს გახდება”

"ნატოს ზოგიერთი პარტნიორი, ალიანსის წევრი ვერასდროს გახდება",-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, კითხვა-პასუხის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"მჯერა თუ არა პარტნიორობის, წევრობის გარეშე? დიახ. ზოგიერთი პარტნიორობა სრულდება გაწევრიანებით და ეს კარგია. მაგრამ ნატოს ზოგიერთი პარტნიორი, ალიანსის წევრი ვერასდროს გახდება და ესეც კარგია, თუ ეს არის ნატოს 28 წევრი წევრი ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ პარტნიორობის განვითარებაზე, როგორც სტაბილურობის მხარდაჭერის მექანიზმზე ბაზების განთავსების გარეშე",-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ნატო ცდილობს, სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით ქვეყნები გააძლიეროს.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან, რომ გავაძლიეროთ ისინი, მოვამზადოთ ისინი, რეგიონში შესაძლო გამოწვევებისთვის. იმიტომ რომ თუ ისინი იქნებიან უფრო სტაბილურები, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით",-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის დღევანდელი განცხადება, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის განთავსებული.

http://nato.int/cps/en/natohq/news_117319.htm

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად