იენს სტოლტენბერგი: “ნატოს ქვეყნების წინაშე მყისიერ საფრთხეს ვერ ვხედავთ”

"ნატოს წევრი ქვეყნების წინაშე მყისიერ საფრთხეს ვერ ვხედავთ",-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატოს წარმატებაა, რომ მოახერხა რუსეთის "შეკავება".

"იქნება თუ არა კონფლიქტი რუსეთთან? ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მყისიერ საფრთხეს ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ შეკავება. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მყისიერ საფრთხეებს ჩვენი მოკავშირეების მიმართ არის ის, რომ ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა შესაბამისი შეკავება, ეს არის ნატოს წარმატება",-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, ნატომ საკუთარი ძალები რუსეთის საზღვრის სიახლოვეს გააძლიერა – შეიქმნა სწრაფი რეაგირების ძალები და გაძლიერდა საჰაერო თავდაცვითი სისტემები ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...