A1 ბანერი

იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას გააძლიერებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას გააძლიერებს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ NATO-მ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა დაადასტურა.

“რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია უკანონოდ და არალეგალურად მოახდინა, ნატო უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას გააძლიერებს, ეს ვალდებულებები კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიუსელში 2018 წლის ივლისში გამართულ ნატო-ს სამიტზე, სადაც ალიანსის ლიდერები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, პოროშენკოს შეხვდნენ “,- ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს უკრაინა-ნატოს კომისიამ უკრაინაში განხორციელებული რეფორმები განიხილა, რომელიც “მიზნად ისახავს უკრაინის სწრაფვას, გახდეს ნატო-ს წევრი და ევროატლანტიკური პრინციპები, სტანდარტები დანერგოს”.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, ნატო უკრაინაში კიბერ უსაფრთხოების სფეროში, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების აღმოფხვრის საკითხზე პროექტების განხორციელებისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...